ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ვიზიტით ირანში იმყოფება. დელეგაციას საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი იუნ ჩონ ჰო ხელმძღვანელობს.
როგორც გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, ასეთი იშვიათი და მაღალი დონის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გაზრდილ თანამშრომლობაზე მეტყველებს, რომელთაც, როგორც ვარაუდობენ, საიდუმლო სამხედრო კავშირებიც აქვთ.
ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ამავე შემადგენლობით ცოტა ხნის წინ მოსკოვშიც იმყოფებოდა. ამასთან, სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინასთან ომისთვის 7 000-მდე კონტეინერი გაუგზავნა.