ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დღეს გამთენიისას სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა
ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დღეს გამთენიისას სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი 21 დეკემბერს გამთენიისას სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ნახევარკუნძულის მეორე ნაწილიდან ჯარისკაცი მათკენ გადადის.

დაბალი რანგის მქონე ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცმა ძლიერი დაცვის ქვეშ მყოფი საზღვარი ადგილობრივი დროით 08:04 საათზე გადაკვეთა. სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყების განცხადებით, სროლა არცერთი მხრიდან არ ყოფილა.

13 ნოემბერს სამხრეთ კორეაში გადასვლის მცდელობისას ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გახსნილი ცეცხლის შედეგად მიყენებულ ჭრილობებს ემსხვერპლა.