ძლიერი წვიმების შედეგად ჩრდილოეთ კორეაში ოთხი ათასზე მეტი სახლი დაიტბორა.
სტიქია ჩინეთის მოსაზღვრე ფხენიანის პროვინციის ქალაქ სინუიჯუს და უიჯუს ოლქს დაატყდა თავს.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სტიქიის ზონაში ჩავიდა ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინიც.
ასევე დაიტბორა დაახლოებით 3000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, მრავალი საზოგადოებრივი შენობა, ობიექტი და გზები.
დატბორილი ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ კორეის 4 200-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
კორეის ნახევარკუნძულზე ივლისი მუსონების სეზონია. ბოლო დღეებში რეგიონი ტროპიკული შტორმისგან დაზარალდა, რასაც ჩინეთში 12 ადამიანი ემსხვერპლა.