ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის ბებიის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. კიმ ჩენ სუკი კომუნისტური რესპუბლიკის დამაარსებლის კიმ ირ სენის პირველი ცოლი იყო. ითვლება, რომ ის 1917 წელს, შობის დღესასწაულზე დაიბადა, ხოლო 1930-იან წლებში იაპონელების წინააღმდეგ იბრძოდა.
ოფიციალური ცნობით, კიმ ჩენ სუკი 1949 წელს გარდაიცვალა. ამის მიზეზი პარტიზანულ ომში გამოვლილი რთული დღეები იყო.
კიმ ჩენ ინის ბებიის იუბილესთან დაკავშირებით ადგილობრივმა მედიამ კიმ ჩენ სუკის შესახებ არაერთი სტატია გამოაქვეყნა. პუბლიკაციებში აღნიშნულია, რომ კიმ ირ სენის ცოლი “შესანიშნავად ისროდა და მის მიერ მოკლული მტრების რაოდენობას ცარიელი ვაზნებით ითვლიდნენ”.
კიმ ჩენ სუკის საპატივსაცემოდ ფხენიანმა საიუბილეო მონეტები მოჭრა და საფოსტო მარკები დაბეჭდა. მედიის ცნობითვე, წელს “კიმ ჩენ სუკის დაბადების ადგილი 300 ათასმა სამხედრომ, პედაგოგმა, მუშამ და სტუდენტმა მოინახულა.
მიუხედავად ყველა დამსახურებისა, ჩრდილოეთ კორეის მედიის შეფასებით, კიმ ჩენ სუკის “მთავარ გმირობად” კიმ ირ სენის გაზრდა ითვლება.