ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი ჭურვი გაისროლა
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი ჭურვი გაისროლა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ჩრდილოეთ კორეამ ადგილობრივი დროით 09:00-დან 11:00-მდე ჭურვები გაისროლა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებულ ბუფერულ ზონაში ჩაეშვა. მანამდე სამხრეთ კორეამ კუნძულზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
სამხრეთ კორეამ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ჭურვების სროლა და პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსი აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი ზრდის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის მშვიდობას.