ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან გაერთიანების საკითხზე მომუშავე სამი ორგანიზაცია დახურა
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან გაერთიანების საკითხზე მომუშავე სამი ორგანიზაცია დახურა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტმა დაუჭირა.
„ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების კომიტეტი, ეროვნული ეკონომიკური თანამშრომლობის ბიურო და ტურიზმის საერთაშორისო ადმინისტრაცია, ინსტრუმენტები, რომლებიც დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობისთვის არსებობდა, გაუქმებულია“, – ნათქვამია ეროვნული ასამბლეის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ორი კორეა ახლა „მწვავე კონფრონტაციაშია“ და რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სერიოზული შეცდომა იქნება, სამხრეთ კორეა დიპლომატიაში თავის პარტნიორად განიხილოს.
ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეა აღარ აღიარებს ორი ქვეყნის საზღვაო საზღვარს, ჩრდილოეთის გამყოფ ხაზს და მოუწოდებს კონსტიტუციური ცვლილებებისკენ, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ომით სამხრეთ კორეის ოკუპირების შესაძლებლობას მისცემს. კიმ ჩენ ინი მიმართავს ეროვნულ ასამბლეას, შეიმუშავოს ახალი ზომები, რომლითაც სამხრეთ კორეა ყველაზე მტრულ ქვეყნად იქნება აღიარებული.
„ჩემი აზრით, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს კონსტიტუციაში განვსაზღვროთ, კორეის ნახევარკუნძულზე ომის გაჩაღების შემთხვევაში, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სრულად ოკუპირების, დაქვემდებარების, დაბრუნებისა და ანექსირების საკითხი, როგორც ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილისა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
მისი თქმით, სამხრეთ კორეა თუ მილიმეტრის მეათასედით მაინც დაარღვევს მათ ტერიტორიულ საზღვრებს, ხმელეთით, საჰაერო თუ საზღვაო გზით, ეს აღქმული იქნება, როგორც სამხედრო პროვოკაცია.