ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები ააფეთქა
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიაში განაცხადეს, რომ ეს იყო თავდაცვითი ზომა ომის თავიდან ასაცილებლად. ფხენიანის მტკიცებით, მაგისტრალების აფეთქება იყო პასუხი სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნებსა და რეგიონში აშშ-ის ბირთვული ძალების ყოფნაზე.
გზების აფეთქებაზე საპასუხოდ სამხრეთკორეელმა სამხედროებმა დემარკაციის ხაზის სამხრეთის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.
მომხდარი დაგმო სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ და ამას კორეათაშორისი შეთანხმებების დარღვევა უწოდა.
„სამწუხაროა, რომ ჩრდილოეთ კორეა მოქმედებს ამგვარი რეგრესიული გზით“, – განაცხადეს სამინისტროში.
ფხენიანი სეულს ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით დრონების გაშვებასა და „ფლაიერების“ ჩამოყრაში ადანაშაულებს.