ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში ფეკალური მასებითა და ნაგვით სავსე 260 საჰაერო ბურთი გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში ფეკალური მასებითა და ნაგვით სავსე 260 საჰაერო ბურთი გაუშვა.
მომხდარის გამო სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, თავი შეიკავონ დაბინძურებულ ტერიტორიებთან მიახლოებისგან.
საჰაერო ბურთები სამხრეთ კორეის ცხრა პროვინციიდან რვაში დააფიქსირეს. როგორც „ბიბისი“ წერს, ფხენიანმა მოსალოდნელი „ნაგვის წვიმის“ შესახებ სეული წინასწარ გააფრთხილა და ეს საპასუხო ზომად შეაფასა. სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა ინციდენტი საერთაშორისო ნორმების მკაფიო დარღვევად ცნო.