მედია - ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმზე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიტანა
მედია - ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმზე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიტანა

ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმზე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიტანა, მათ შორის ახალი მყარი საწვავის ბალისტიკური რაკეტა. ფხენიანში გამართულ სამხედრო აღლუმზე ათი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა აჩვენეს.

ჩრდილოეთ კორეამ ასევე აჩვენა თავისი უახლესი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები.

სამხედრო აღლუმს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დაესწრო.

დასავლური მედიის ინფორმაციით, უცნობია, როდის მოხდება ახალი რაკეტების გამოცდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩრდილოეთ კორეა აღლუმზე ზოგჯერ მაკეტებს აჩვენებდა.