ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც 86 წუთის განმავლობაში მიფრინავდა
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც 86 წუთის განმავლობაში მიფრინავდა

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც 86 წუთის განმავლობაში მიფრინავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ფრენა. გავრცელებული ინფორმაციით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს მკვეთრად აწეული კუთხით და მიაღწია 7 000 კმ სიმაღლეს. რაკეტამ 1 000 კილომეტრი იფრინა, ეს კი ნიშნავს, რომ ჰორიზონტალურად გაშვების შემთხვევაში, უფრო დიდ მანძილს დაფარავდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება აჩვენებს ჩვენს ნებას, ვუპასუხოთ მტრებს. მისივე თქმით, ეს იყო შესაბამისი სამხედრო მოქმედება.

შეერთებულმა შტატებმა რაკეტის გაშვებას გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის უხეში დარღვევა უწოდა. სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციებს დაუწესებს. სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ ძლიერ და მრავალფეროვან საპასუხო ზომებს.