ფხენიანი და სეული დემილიტარიზებული ზონიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანაზე შეთანხმდნენ. ამასთან ერთად, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეების ლიდერებმა პანმუნჯომის სასაზღვრო პუნქტზე მყოფი პერსონალის განიარაღება გადაწყვიტეს და შეთანხმდნენ, რომ დემარკაციის ხაზთან ახლოს სამხედრო სწავლებებს აღარ ჩაატარებენ. ასეთი შინაარსის არის შეთანხმება, რომელსაც კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინმა მოაწერეს ხელი. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ტონჩანის სარაკეტო პოლიგონს დახურავს და ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ექსპერტებს დაუშვებს.
ლიდერები შეხვედრის დროს ერთობლივი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობაზეც შეთანხმდნენ. პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყება. ამჟამად ორ კორეას ერთმანეთისგან ბუფერული ზონა ყოფს.
ლიდერების შეხვედრის დროს ჩრდილოეთ კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სეულს ეწვევა. თუ ვიზიტი ნამდვილად შედგება, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქს ეწვევა.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების სამიტი ფხენიანში მიმდინარეობს. ის 20 სექტემბერს დასრულდება.