ჩრდილოეთ კორეამ საათი 30 წუთით წინ გადაწია და სამხრეთ კორეის დროზე გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქამდე ჩრდილოეთ კორეა ფხენიანის დროზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარი საათით ჩამორჩებოდა სამხრეთ კორეასა და იაპონიას.
მედია ხაზს უსვამს, რომ კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება მუნ ჯე ინთან შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი კონტსრუქციული ნაბიჯია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა. როგორც ტრამპმა განაცხადა, აუდიენციის გამართვის თარიღი უკვე ცნობილია.
„ჩვენ უკვე ვიცით დრო და ადგილი, ამის შესახებ მალე განვაცხადებთ. ძალიან ბევრ კარგ რამეს ველოდებით“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ამერიკული მედია წერს, პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში შეხვდებიან.
აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის ლიდერს თეთრ სახლში 22 მაისს უმასპინძლებს.