ჩრდილოეთ კორეა გაერო-ს მიერ დაწესებულ სანქციებს “ომის გამოცხადებად” მიიჩნევს. როგორც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი შეზღუდვები ფაქტობრივად ეკონომიკურ ბლოკადას ნიშნავს.
გაერო-მ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო დააწესა. აშშ-ის მიერ ინიცირებული შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეაში საწვავის იმპორტის 90%-ით შემცირებას ითვალისწინებს.