ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო წვრთნებში ოკუპირებული ცხინვალიც მონაწილეობს
რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო წვრთნებს მართავს, რომელშიც ოკუპირებული ცხინვალის სამხედროებიც მონაწილეობენ.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 58-ე არმიის მოტომსროლელთა შენაერთებისა და სამხედრო ნაწილების ტაქტიკური სწავლებები დღეიდან დაიწყო და 21 თებერვლამდე გაგრძელდება.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო მოსამსახურეები ჩრდილოეთ ოსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და ჩეჩნეთიდან“.
სულ სწავლებებში 1 700 ჯარისკაცი და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება. წვრთნების დროს გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატები და ვერტმფრენები.