ჩრდილოეთ კალიფორნიაში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ კალიფორნიაში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

 

ჩრდილოეთ კალიფორნიაში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

ადგილობრივი შერიფის ოფისის განცხადებით, სროლა დაწყებითი სკოლის სიახლოვეს, ტეჰამა რანჩოში ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 08:00 საათზე მოხდა. რანჩო საკრამენტოდან 115 მილის დაშორებით მდებარეობს.

შერიფის ასისტენტის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსწავლეების უმრავლესობა.

 

ცეცხლსასროლი ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი 30 წლის მამაკაცი. დაშავებულებს შორისაა ორი მცირეწლოვანი ბავშვიც.

სამართალდამცავები არ აკონკრეტებენ, გარდაცვლილებს შორის არიან თუ არა ბავშვები.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

პოლიცია მოკვლევას ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე აწარმოებს.