ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები მიღწეული შეთანხმებების განხორციელებაზე იმსჯელებენ
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები მიღწეული შეთანხმებების განხორციელებაზე იმსჯელებენ

საზღვრისპირა სოფელ ფხანმუნჯომში, 16 მაისს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკება ორი ქვეყნის გაერთიანების სამინისტროთა დონეზეა დაგეგმილი.

ფხენიანის დელეგაციაში ოცდა ცხრა, ხოლო სეულიდან ხუთი წევრი იქნება წარმოდგენილი. მხარეები მიღწეული შეთანხმებების განხორციელების საკითხებზე იმსჯელებენ.

საზღვრისპირა დემილიტარიზებულ ზონაში 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. სამიტის მთავარი მიღწევა ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება გახდა.