ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას საავტომობილო გზა დააკავშირებს
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას საავტომობილო გზა დააკავშირებს

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას 65 წლის შემდეგ პირველად საავტომობილო გზა დააკავშირებს.

სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, გზის გახსნა დემილიტარიზებულ ზონაში 22 ნოემბერს იგეგმება. გზის მაქსიმალური სიგანე 12 მეტრი იქნება.

18-20 სექტემბერს გამართული სამიტის შედეგად, ჩრდილო და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებისა და ომის საფრთხეების განეიტრალებისთვის ძალისხმევას გააძლიერებენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე ნახევარკუნძულზე სარკინიგზო და საავტომობილო გზების დაკავშირებაზე დაიწყებენ მუშაობას.