ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სამეკავშირეო ოფისი გახსნეს
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სამეკავშირეო ოფისი გახსნეს

კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სამეკავშირეო ოფისი გახსნეს, რომელიც ჩრდილოკორეის სასაზღვრო ქალაქ კესონში განთავსდა.

შერიგების კუთხით გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, მსგავსი ობიექტის გახსნა ორი კორეის გაყოფის შემდეგ პირველად მოხდა.

გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა თქვა, რომ სამეკავშირეო ოფისი ორი კორეის აყვავების აკვანი გახდება.

სამეკავშრეო ოფისში ორივე კორეის 20-20 წარმომადგენელი იმუშავებს. აქამდე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა კომუნიკაციისთვის ტელეფონს და ფაქსს იყენებდა, თუმცა აღნიშნული არხები დაძაბულობის ზრდის ფონზე ხშირად ჩერდებოდა.