ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ბირთვული განიარაღების დეკლარაციაზე მუშაობას იწყებენ
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა შესაძლოა ბირთვული განიარაღების შესახებ დეკლარაცია მიიღონ. შესაბამის დოკუმენტზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაავრცელეს.
როგორც სააგენტო „კიოდოსთან“ საუბრისას მუნ ჯე ინის ადმინისტრაციის წევრმა განაცხადა, 27 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე ლიდერების მოლაპარაკებების მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იქნება.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ მსგავსი დოკუმენტი 1992 წელსაც მიიღეს. ან შეთანხმების მიხედვით, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის ფლობა იკრძალება, მაგრამ ჩრდილოეთ კორეამ ამ ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა.
მარტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მზადაა ბირთვული განიარაღება ეტაპობრივად დაიწყოს, იმ პირობით. რომ აშშ და სამხრეთ კორეა უარს იტყვიან „მტრულ პოლიტიკაზე“ და გადადგამენ ნაბიჯებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.