ჩრდილო კორეის წარმომადგენელმა დონალდ ტრამპს ტურიზმის სფეროში ინვესტირება სთხოვა
ჩრდილო კორეის წარმომადგენელმა დონალდ ტრამპს ტურიზმის სფეროში ინვესტირება სთხოვა. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, ჩრდილო კორეის მმართველი პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა კიმ ჩენ ჩოლმა, აღნიშნული პირობა ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ დააყენა.
გაზეთ Donga-ზე დაყრდნობით, სააგენტო Bloomberg-ი წერს, რომ ჩრდილო კორეის წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა Wonsan-Kalma-ს სანაპირო ზონა და სათხილამურო კურორტი Masikryong-ი.
აშშ-ისა და ჩრდილო კორეის პრეზიდენტების შეხვედრა სინგაპურში, 12 ივნისსაა დაგეგმილი.