ჩრდილო კორეის ლიდერმა ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „ყაჩაღური“ უწოდა
ჩრდილო კორეის ლიდერმა ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „ყაჩაღური“ უწოდა.
ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვოსნან-კალმას სანაპირო ტურისტულ ზონაში სტუმრობისას, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ტურისტულ რაიონში მშნებლობის მასშტაბური კამპანია მტრულ ძალებთან ჩრდილო კორეის ბრძოლის დემონსტრირებაა.
„მტრული ძალები ყაჩაღური სანქციებითა და ბლოკადით ჩვენი ერის გაგუდვას ცდილობენ. ეს სასიკვდილო ბრძოლაა პარტიის ავტორიტეტის დასაცავად, ასევე ნაყოფიერი ბრძოლა ხალხის კეთილდღეობის შესაქმნელად“ – აღნიშნა ჩრდილო კორეის ლიდერმა.
კიმ ჩენ ინმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მსგავს რთულ დროს ასეთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი დასრულდება, მთელი მსოფლიო იხილავს პარტიის, არმიისა და ხალხის ერთიანობასა და სოლიდარობას.