ჩრდილების თეატრი პრემიერისთვის “ბუდრუგანა გაგრა”ემზადება და ახალ წარმოდგენას იოჰან სებასტიან ბახის “მათეს ვნებების” მიხედვით 2018 წლის ვნების კვირას პირველად წარმოადგენს.
დასი პირველად 20 იანვარს ცნობილ წარმოდგენას “წელიწადის ოთხი დრო” ითამაშებს, რომლის მთავარი გმირი დათვის ბელია.
ჩრდილების თეატრი ერთ-ერთი ყველაზე მცირე დაფინანსების მქონე სახელმწიფო თეატრია, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით რეჟისორმა გელა კანდელაკმა დაარსა.
თეატრს ოფიციალური სტატუსი 2010 წელს მიენიჭა, თუმცა ამ დრომდე არც საკუთარი შენობა და არც სცენა გააჩნია.