რუსთაველის თეატრში ჩრდილების თეატრის პრემიერა გაიმართება
რუსთაველის თეატრში ჩრდილების თეატრის პრემიერა გაიმართება

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე  ხვალ იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოების, „მათეს ვნებანის“ მიხედვით დადგმული მხატვრულ-მუსიკალური სპექტაკლის დახურული ჩვენებაგაიმართება.

სპექტაკლის მთავარი გმირები თეატრ „ბუდრუგანა გაგარას“ მსახიობები არიან და ემოციებსა და გრძნობებს  ხელებისა და ჩრდილების მეშვეობით გამოხატავენ.

სამხატვრო ხელმძღვანელმა, გელა კანდელაკმა პირველ არხთან საუბრისას თქვა, რომ უჩვეულო სპექტაკლი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80- იან წლებში ჩაიფიქრა და გადაუღებელი ფილმების ნაცვლად დადგა. გელა კანდელაკი ახალ სპექტაკლს თავის ბიოგრაფიაში უმნიშვნელოვანეს სპექტაკლს უწოდებს, სადაც სიუჟეტზე მეტად მუსიკა და ემოციაა მნიშვნელოვანი.

გელა კანდელაკი უცხოელ პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტის პრეზენტაციასაც გამართავს.  კერძოდ, ამერიკელ გამომცემლებთან ერთად იმ კლასიკოს ქართველ ავტორებს დაასახელებს, რომელთა ნაწარმოებები ინგლისურ ენაზე უნდა ითარგმნოს.

„ამერიკული გამომცემლობა მზად არის, ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს, ჩვენ მხოლოდ ტექსტები უნდა მივაწოდოთ და ამ ფორმით, მიხაკო წერეთლის, ჯავახიშვილის, უზნაძისა და სხვა მეცნიერთა ნამუშევრები უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ“,-აცხადებს გელა კანდელაკი.