ჭოროხის შესართავთან, მეორე დღეა, მამაკაცს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო სასამხურმა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთან მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ ჭოროხის ზედაპირზე ადამიანი შენიშნა.
სააგენტოს ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ხუთი ბრიგადაა ჩართული, ასევე ადგილზე მუშაობენ მყვინთავები.