ჩოხატაურში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი არ გაზრდილა.
თვითიზოლაციაში ამ დროისთვის კვლავ 12 პირი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი ჩოხატაურიდან არც ერთი ადამიანი არაა მოთავსებული.
„ჩოხატაურში ვითარება მშვიდი და კონტროლირებადია. თვითიზოლაციაში მყოფი პირები რეგულარულად მოწმდებიან. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარანტინში ამ ეტაპზე ჩვენგან არავინაა. მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. ჩვენ სურსათით მუდმივად ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს. დიდია ქველმოქდების როლი აღნიშნულ საქმეში“ , – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.