ჩოხატაურში სამი თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჩოხატაურში სამი თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩოხატაურში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდინფიცირებული სამი თვის ბავშვია. ის ჩოხატაურში იმ ქალის მეზობელია, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

„ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას რესპირატორული სიმპტომები არ აღენიშნება. მალე მოხდება მისი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა“, –  განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა.

შეგახსენებთ, გუშინ ჩოხატაურში მცხოვრებ 21 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდა.