კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა ჩოხატაურში. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილება ადასტურებს.
„ცოტა ხნის წინ „კოვიდ-19“-ის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ქვედა ბახვის მსგავსად, ინფიცირებულები იქაც პედაგოგები არიან. ეპიდემიოლოგები კონტაქტების დადგენას იწყებენ. ყველა მათგანს ჩაუტარდება „პისიარ“ კვლევა. ახლა პაციენტები შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაჰყავთ“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.