ჩოხატაურის სოფელ ქვენობანში 378 პირს კორონავირუსზე „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდა
ჩოხატაურის სოფელ ქვენობანში მოსახლეობის „პისიარ“ კვლევა დასრულდა. აღნიშნულ პროცესში ქუთაისის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
„მოსახლეობა მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს. ქვენობანში 378 პირი გავტესტეთ. იყვნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლაბორატორიაში კვლევისათვის. სწორედ, აღნიშნული კვლევის შედეგად გვეცოდინება, თუ როგორ ვიმოქმედებთ შემდგომ დღეებში“,- განაცხადა გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.