ქარბორბალამ ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ რამდენიმე სოფელს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. სტიქიის შედეგად დაზიანდა თხილის ნარგავები, ვაზი და ხეხილი. ამოთხრილია ხეები. ადგილზე იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ფაცურია.
„ძლიერმა ქარმა ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. თხილი კი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახური“, – აცხადებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი.
ლანჩხუთში ქარის სიძლიერემ იკლო. ზარალის ზუსტი ოდენობა კი უცნობია.