ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა საკუთარ მამას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, შვილმა კი თვითდაზიანებები მიიყენა და ის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის წინ მამასა და შვილს შორის კონფლიქტი მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.