ჩხოროწყუში მკვლელობა მოხდა
ჩხოროწყუში მკვლელობა მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა საკუთარ მამას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, შვილმა კი თვითდაზიანებები მიიყენა და ის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის წინ მამასა და შვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.