ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, რისთვისაც 127 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 10 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. პროექტის ფარგლებში შპს „ჯუმითი-2014“-ს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ქვედა ჩხოროწყუში მდებარე 4 558 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა. საწარმო წლიურად 90 ტონა გამომშრალ დაფნას აწარმოებს და პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვლილი.