ჩინეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
ჩინეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ჩინეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში, შაანსის პროვინციის დედაქალაქ სიანში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. როგორც მედია წერს, დაზიანებულია სახლები, გზები, ხიდები და ელექტრომომარაგების ობიექტები. დაზარალებულია, სულ მცირე, 900 ოჯახი.

მედიის ცნობით, სტიქიის შემდეგ სიანში დააარსეს შტაბი, სადაც მობილიზებული იყო 14 სამაშველო ჯგუფი, რომლებიც შედგებოდა ხანძარსაწინააღმდეგო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ჯგუფებისგან, ჯამში, 980-ზე მეტი პერსონალი.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის წარმატებით განხორციელდა 186 ადამიანის ევაკუაცია, ხოლო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და გამაგრების სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.