ჩინეთში, განსუს პროვინციაში ულტრამარათონის მიმდინარეობისას 21 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივ ეროვნულ პარკში, 100-კილომეტრიანი გარბენის დროს მოხდა. მონაწილეების ინფორმაციით, ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დაიწყო ძლიერი ქარი, სეტყვა და ყინულის წვიმა.
სამაშველო ოპერაციებში 700 მაშველი მონაწილეობდა, რომელთაც 151 მონაწილის ევაკუაცია მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, მონაწილეთა გარდაცვალება ფიზიკურმა დისკომფორტმა და ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის არის ულტრამარათონების მრავალგზის გამარჯვებული, 31 წლის სპორტსმენი ლიანგ ჯინგიც.
პროვინციის ხელისუფლებამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც მომხდარს გამოიძიებს.