ჩინეთში ტორნადოს შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 190 კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთში, ლაიაონინის პროვინციას დაატყდა თავს. შედეგად დაზიანდა რამდენიმე დასახლება და ათობით ქარხანა. პროვინციის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ამჟამად სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა დაზიანებული შენობებიდან 210 ადამიანი უკვე გამოიყვანეს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, დაზიანებულ შენობებში სავარაუდოდ დაშავებულები ამ დრომდე იმყოფებიან.