ჩინეთში მომხდარი ტაიფუნის გამო ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, 31 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, შეჩერებულია სამუშაოები 4 000-ზე მეტ სამშენებლო ობიექტზე, თითქმის 20 000 შენობა დაზიანებულია.
ჩინეთის დედაქალაქის ორივე აეროპორტმა ორშაბათს დილით გააუქმა 180-ზე მეტი ფრენა, ასზე მეტი რეისი კი გადაიდო.
როგორც მედია წერს, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ კვირაში ჩინეთს კიდევ ერთი ტაიფუნი უახლოვდება, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს იმ რეგიონებს, რომლებიც უკვე დაზარალდნენ „დოქსურით“.
„დოქსური“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთში მძვინვარებდა.