ჩინეთში ტაიფუნ „ტალიმის“ გამო დაახლოებით 230 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ჩინეთში ტაიფუნ „ტალიმის“ გამო დაახლოებით 230 000 ადამიანი ევაკუირებულია, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ტაიფუნი „ტალიმი“ ადგილობრივი დროით 10:20 საათზე დაფიქსირდა, რის გამოც ჩინეთის პროვინცია გუანგდონგში თითქმის 230 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ქარიშხალმა სანაპიროს დაარტყა, ხოლო ძლიერმა ქარმა და წვიმამ გამოიწვია ასობით ავიარეისისა და სარკინიგზო რეისების გაუქმება.
ვიეტნამმა განაცხადა, რომ დაახლოებით 30 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა იმ რაიონებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რადგან ქარიშხალმა ჩინეთის სამხრეთ სანაპირო გადალახა.
„ბიბისის“ ცნობით, მიმდინარე წელს ეს უკვე მეოთხე ტაიფუნია, რომელიც ძლიერი ტაიფუნების რიგში შედის და საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოადგენს.