ჩინეთში სკოლის ავტობუსი ქვეითებს შეეჯახა. დაღუპულია 11 ადამიანი. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, შანდუნის პროვინციაში მოხდა.
სკოლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატრანსპორტო საშუალება ხალხმრავალ საფეხმავლო გზაჯვარედინზე შევარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის ხუთი ბავშვი და ექვსი მშობელია. ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.