ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 35 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 270-ს აღემატება.

ორშაბათს მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუდინგთან იყო. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. გუშინ ქალაქში 2,9 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. სინოპტიკოსების თქმით, ქალაქ ლუდიგში შესაძლოა, ბუნებრივი კატასტროფების საფრთხის მეორე უმაღლესი დონე გამოცხადდეს.

სიჩუანის პროვინცია ტიბეტის პლატოს კიდეზე მდებარეობს, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ხვდება. აღნიშნულ პროვინციაში მიწისძვრა ხშირი მოვლენაა.