ჩინეთში საბავშვო ბაღის აღმზრდელი დააკავეს, რომელიც აღსაზრდელების მოწამვლაშია ეჭვმიტანილი
ჩინეთში მასწავლებელი დააკავეს, რომელიც საბავშვო ბაღში 23 აღსაზრდელის მოწამვლაშია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ცნობით, ბავშვებმა თავი შეუძლოდ სადილის შემდეგ იგრძნეს, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის აღმზრდელმა საკვებს ნატრიუმის ნიტრატი დაუმატა. მისი ქმედების მიზეზი და მოტივი ამ დრომდე უცნობია. აღნიშნული ნივთიერება ტოქსიკურია და მას ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია.
ჩინური მედიის ინფორმაციით, 15 ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. დანარჩენები ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.