ჩინეთში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 
ჩინეთში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 

ჩინეთში, შენსის პროვინციაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:40 საათზე ქალაქ შანლუოში მოხდა.

ხიდის ჩანგრევის მიზეზად წყალდიდობა სახელდება.

სახელმწიფო მედიის ცნობით, დადასტურდა, რომ მდინარეში ხიდის ჩანგრევის შედეგად ხუთი მანქანა ჩავარდა, 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო რაზმები, მათ შორის 850-ზე მეტი პერსონალი, 90 მანქანა, 20 ნავი და 41 დრონი.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ადგილობრივ ხელისუფლებას სამაშველო ოპერაციისთვის ყველა ზომის გამოყენებისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, ჩინეთი ამჟამად წყალდიდობის კრიტიკულ პერიოდში იმყოფება და ადგილობრივმა მთავრობებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის გასაძლიერებლად.