ჩინეთში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედის ცნობით, დაშავდა ხუთი ადამიანი. ისინი სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, იუნანის პროვინციაში მოხდა. ეპიცენტრი მიწისქვეშ, შვიდი კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ ტონგაისთან ახლოს იყო. ძლიერმა რყევებმა საერთო ჯამში 20-მდე შენობა დააზიანა. მათი მცირე ნაწილი ჩამოინგრა.
სტიქიამ ელექტროენერგიის და ტელეკომუნიკაციის შეფერხებაც გამოიწვია.