ჩინეთში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაშავდა
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაშავდა

ჩინეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 53 პირი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ მიღებული.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციაში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

სტიქიამ 49 დასახლება დააზიანა. მთლიანად არის დანგრეული 86 საცხოვრებელი სახლი, შედარებით მცირე ზიანი მიადგა 2000-ზე მეტ შენობას.

ევაკუირებულია 800-მდე მაცხოვრებელი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 5000-მდე მაშველი და მოხალისეა ჩართული.