ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 118-მდე გაიზარდა, დაშავებულია 266 ადამიანი, ოცი კი დაკარგულად ითვლება
ჩინეთში, განსუს და ქინგჰაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 118-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ორივე პროვინციაში სულ 266 ადამიანია დაშავებული, ხოლო 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაზიანდა 5 000-ზე მეტი სახლი.
როგორც „ბიბისი“ წერს, გასული 13 წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაა, რაც განსუს პროვინციაში აქამდე მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა.