ჩინეთში მიმავალი მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება, თვითმფრინავში ჩასხდომამდე კორონავირუსზე ტესტის პასუხები წარადგინონ
ჩინეთში მიმავალი მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება, თვითმფრინავში ჩასხდომამდე კორონავირუსზე ტესტის პასუხები წარადგინონ

უცხოელ ტურისტებს ჩინეთში შესვლა მხოლოდ „კოვიდ-19“-ის ტესტზე უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში შეეძლებათ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინეთში მიმავალი მგზავრებისთვის, თვითმფრინავში ჩასხდომამდე ტესტის პასუხების წარდგენა სავალდებულო იქნება.

ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, ჩინეთში მიმავალმა მგზავრებმა ტესტირება ფრენამდე ხუთი დღის ვადაში უნდა ჩაიტარონ.

ამასთან, ტესტირება ჩინეთის საელჩოების მიერ აღიარებულ დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს.

„ბიბისი“ წერს, რომ ჩინეთის მთავრობამ ახალი რეგულაციები საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენის ფონზე „კოვიდ-19“-ის ხელახლა გავრცელების რისკის შესამცირებლად დააწესა.