გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევა მოგზაურობის ისტორიასთანაა დაკავშირებული.
ასევე, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 15 უსიმპტომო შემთხვევა გამოავლინეს.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ჩინეთში „კოვიდ-19“ის 82 887 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 4 633 ადამიანი.