ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 36 შიდა გადაცემაა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შიდა გადაცემის შედეგად ინფიცირებული 36 შემთხვევიდან, 28 ჩინეთის დასავლეთ რეგიონში, სინძიანში დაფიქსირდა.
ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 84 428 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 4 634 პაციენტი გარდაიცვალა.