ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 88.5%-ი განიკურნა, – ინფორმაციას ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩინეთში კოვიდ-19-ის შიდა გავრცელების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამასთან, 590-მა პაციენტმა საავადმყოფო დატოვა.
ბოლო 24 საათში ჩინეთში ვირუსს ემსხვერპლა შვიდი ადამიანი, ხოლო უცხოეთიდან ჩინეთში ჩასული ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 41-ით გაიზარდა და 269 შეადგინა. ჩინეთში შიგნით ვირუსის გადაცემა უკვე მესამე დღეა, ზედიზედ არ დაფიქსირებულა.
ჩინეთის 31 რეგიონიდან 13-ში ვირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დანარჩენ 17 რეგიონში ინფიცირებულების რაოდენობა ერთიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს
ხუბეის პროვინციაში, სადაც დეკემბრის ბოლოს ახალი კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ახლა რჩება 5 500 ინფიცირებული. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 9300 მოქალაქე, რომელთაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.
სულ ჩინეთში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 81 ათასი ინფიცირებულია აღრიცხული. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4 პროცენტია.