ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეს დაფიქსირებულ მაჩვენებელს 14-ით აღემატება.
უცხოური მედიის ცნობით, ახალი შემთხვებიდან 18 ქვეყნის დასავლეთ რეგიონში, სინძიანში ფიქსირდება, ერთი კი, ჩრდილოეთით მდებარე დალიანის პროვინციაში.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 83 729 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 634 ადამიანი.