ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 39 ახალი შემთხვევიდან 38 იმპორტირებულია
ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 39 ახალი შემთხვევიდან 38 იმპორტირებულია

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 38 იმპორტირებულია და შიდა გადადება მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა.

პეკინში აცხადებენ, რომ კორონავირუსს ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ლეტალური შემთხვევა ხუბეის პროვინციაში დადასტურდა. ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში 10 საეჭვო შემთხვევას აკვირდებიან, ყველა მათგანი იმპორტირებულია. საავადმყოფოებიდან ბოლო ერთ დღეში 114 ადამიანი გაწერეს, 2 151-ს კი სამედიცინო მეთვალყურეობა მოუხსნეს. ხუბეის პროვინციაში, სადაც თავდაპირველად ვირუსი გავრცელდა, „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.